ავეჯის გადაზიდვა
ავეჯის გადაზიდვის სერვისი
ავეჯის გადაზიდვის სერვისი, საუკეთესო ფასად, დათქმულ ვადებში, უსაფრთხოდ და ხარისხიანად.


წელი გამოცდილება
0
+



avejis gadazidva
კომპანიის შესახებ
ავეჯის გადაზიდვის სერვისი AUT.GE დაარსდა 2000 წელს. მას შემდეგ კომპანიამ განიცადა სტაბილური ზრდა და განვითარდა როგორც სანდო გადაზიდვების სერვისი. წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გავზარდეთ ავტოპარკი, რომელიც აღჭურვილია სპეციალური ავეჯის გადაზიდვისთვის განკუთვნილი თანამედროვე სატვირთო მანქანებით.
ჩვენ გვყავს 20-კაციანი პროფესიონალი გუნდი, რომელსაც გამოცდილება და პასუხისმგებლობა გამოარჩევს. მათი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ავეჯის სწრაფი, უსაფრთხო და აკურატული გადატანა.
დღეს, გამოცდილებისა და განვითარების შედეგად, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთავაზოთ ჩვენს კლიენტებს მაღალი ხარისხის მომსახურება. ვამაყობთ ჩვენი პროფესიონალიზმით, სისწრაფითა და იმით, რომ ვმუშაობთ სუფთად, ზუსტად და ეფექტურად.
AUT.GE-ს მიზანია თქვენი ავეჯის გადაზიდვა გახადოს მარტივი და კომფორტული — მისაღებ ფასად და მაქსიმალურად ხარისხიანად.

გადაზიდვა შეღავათიან ფასში
თუ თქვენ გაქვთ გადასაზიდი ნივთები საქართველოს რეგიონებში და არ გეჩქარებათ, შეგიძლიათ წინასწარ შეგვატყობინოთ თქვენი საჭიროების შესახებ. ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვცდილობთ დავახარისხოთ და შევაჯეროთ თქვენი მოთხოვნა სხვა კლიენტების მსგავს განცხადებებთან, რათა ერთდროულად რამდენიმე ტვირთის გადაზიდვა მოხდეს ერთ მიმართულებაზე.
ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შევამციროთ ხარჯები როგორც თქვენთვის, ისე სხვა დამკვეთისთვის, ვინაიდან ერთი რეისით ვემსახურებით ერთზე მეტ კლიენტს. შედეგად, თქვენ იღებთ იგივე სერვისს — უსაფრთხო, პროფესიონალურ და ხარისხიან გადაზიდვას — მაგრამ უკვე შეღავათიან ფასად.
avejis gadazidva
ჩვენი ავტოპარკი




